вторник, 13 апреля 2010 г.

წყალქვეშა სამყარო


პროქტის სახელი: წყალქვეშა სამყარო.
პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მიზანია მოსწავლეებს გავუზიაროთ,თუ რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანი, თუ არ მოუფრთხილდება ბუნებას და არ დაიცავს მას.მასწავლებელი მოსწავლეთა ყურადღებას გაამახვილებს გარემოს მოფრთხილებასა და მის დაბინძურებისაგან თავის შეკავებაზე. მასწავლებელი მოსწავლეთა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ დიდი საწარმოებებიდან და საფხოვრებელი სახლებიდან თუ ჩაედინება დაბინძურებული წყალი იგი თავისთავად აბინძურებს მდინარეებსა და ზღვებს, რაც უარყოფითად მოქმედებს წყალქვეშა სამყაროს ბინადრებზე.
პროექტის სრული აღწერა:
როექტში მონაწილე ბავშვებს მასწავლებელი ანაწილებს რამდენიმე ჯგუფად. თითოეული ჯგუფი მუშაობს მასწავლებლის მიერ მითითებულ საკითხებზე:
Iჯგუფი: აღწერს შექმნილ სიტუაციას;
IIჯგუფი: ასახელებს მიზეზს, თუ რა შემთხვევაში ხდება მდინარეებისა და ზღვების დაბინძურება.
IIIჯგუფი: ასახელებს რიგ მოსაზრებებს, თუ როგორ შეუძლია მათი ასაკის ბავშვებს ბუნების მოფრთხილება.
IVჯგუფი: გეგმავს პრობლემის გადაჭრის გზებს.

მოსწავლეთა ასაკი: 8–9 წელი

ვადა/ხანგრძლივობა: ორი კვირა
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოძიებული ინფორმაცია, სახელმძღვანელოები,ენციკლოპედიები, პლაკატები, ინტერნეტი (google)
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქცია რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება ნახატები წყალქვეშა სამყაროს შესახებ, ასევე პედაგოგის დახმარებით შეიქმნება ბლოგი, სადაც მოსწავლეები გამოაქვეყნებენ წყალზე დაკვირვების შედეგებს, წარმოადგენენ ჯანსაღ ბუნებას, წყლის მნიშვნელობას ცოცხალი ორგანიზმებისათვის.
სასარგებლო სხვისთვის: პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეები მეტ ინფორმაციას მიიღებენ წყლის შესახებ, მის როლზე ცოცხალი ორგანიზმების განვითარებისათვის. ასევე შეიტყობენ, თუ რა ეკოლოგიურ ზიანს აყენებს საწარმოებებიდან ჩადინებული დაბინძურებული წყლები და ადამიანების დაუდევრობა.
სამუშაო ენა: ქართული.
ინტეგრირებული საგანი: ხელოვნება